LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარლ ჰარცელი: სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციები ჯერ სრულად არ შესრულებულა და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შესრულება უზრუნველყოს

69
კარლ ჰარცელი

„სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციები ჯერ სრულად არ შესრულებულა და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ამ რეკომენდაციების სრულად შესრულება უზრუნველყოს,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის მუშაობას.

„მტკიცედ ვუჭერთ მხარს გასულ თვეში საქართველოს მთავრობის მიერ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის მუშაობას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს კონსილიუმი თავის ღირებულ მუშაობას გააგრძელებს.

ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მუშაობას, რომელსაც აქვს კონკრეტული კონსტიტუციური როლი – საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ზედამხედველობა.

მივესალმებით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ ჩატარებულ ზედმიწევნით შემოწმებას პატიმართა უფლებების საკითხთან დაკავშირებით,“- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ოფისი მუდმივად აკვირდება ამ უწყებების რეკომენდაციებსა და შეფასებებს, ასევე საქართველოს ხელისუფლებისა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ გამოხატულ პოზიციებს.

„შესაბამისად, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აღვნიშნავთ, რომ სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციები ჯერ სრულად არ შესრულებულა და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ამ რეკომენდაციების სრულად შესრულება უზრუნველყოს”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები