“ვიმედოვნებ, რომ დემოკრატიული პროცესი უზრუნველყოფილი იქნება ყველა მოქალაქისთვის”,- ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთა. ის დღეს თბილისში მე-14 უბანს ეწვია, სადაც საარჩევნო პროცესს დააკვირდა.
“დღეს არის ის დრო, როდესაც პოლიტიკოსებმა, კომენტატორებმა საზოგადოებრივი აზრის შემქმენლებმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ, ხოლო ამომრჩეველი გამოვიდეს და თავისი ნება გამოხატოს.
ბოლო კვირებსა და ბოლო 24 საათშიც კი, ჩვენ ვიხილეთ პოლარიზაციის ის დონე, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დღემდე შენარჩუნებულია და რაც სამწუხაროდ მიმაჩნია,” – აღნიშნა ჰარცელმა.
ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, დღეს ამომრჩეველს წყნარ და მშვიდობიან გარემოში შეეძლება ხმის მიცემა.
დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნები იმართება.