LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარლ ჰარცელის პასუხი კობახიძეს: ორი კომენტარი გავაკეთე, ერთი ეხებოდა ინსპექტორის სამსახურს, მეორე ოპოზიციის მანდატების გაუქმებას, არ მესმის, რა იყო არასამართლიანი ამ განცხადებებში

118
ჰარცელი კობახა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მმართველი გუნდის, კერძოდ, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ არ ესმის, რა იყო მის განცხადებებში არასამართლიანი.

არ არის სამართლიანი და ობიექტური, სწორედ ამიტომ არ არის ჩვენთვის საინტერესო: ირაკლი კობახიძე კარლ ჰარცელის განცხადებებზე

„ორი კომენტარი გავაკეთე, ერთი ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მეორე ოპოზიციის მანდატების გაუქმების საკითხს. სიმართლე გითხრათ, არ მესმის რა იყო არასამართლიანი ამ განცხადებებში და ამიტომ ამ კომენტარებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება.

ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში. ევროკავშირი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის რომ, პარლამენტი იყოს რაც შეიძლება ინკლუზიური, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით.

ვნახოთ, რა იქნება ამის შედეგები, როგორ აისახება შემდგომ საპარლამენტო მუშაობაზე, მათ შორის ფრაქციების დაკომპლექტებაზე და ა.შ. ,“- განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნა გაასაჯაროვა.

ნინო ლომჯარიას თქმით, მათ 2 თებერვალს მიმართეს და სთხოვეს, წარედგინათ მოსაზრება ამ სამსახურის გაუქმებისა და იმ ცვლილებების თაობაზე, რაც საკანონმდებლო პროცესს მოჰყვა. მისივე თქმით, 18 თებერვალს მიიღეს დაჩქარებული წესით მომზადებული დოკუმენტი, სადაც ეუთო/ოდირი ხაზგასმით ითხოვს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს.

იხილეთ ვრცლად:

ეუთო/ოდირი ითხოვს, შეჩერდეს კანონის მოქმედება – ლომჯარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე დასკვნას ასაჯაროებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g