LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარლ ლაგერფელდის 10 მილიონად შეფასებული ვილა „ჟაკო“

229
casa-karl-lagerfeld-en-hamburgo-1200x630-cf5df6d9

უძრავი ქონება გერმანიაში, რომელიც კარლ ლაგერფელდმა 1989 წელს შეიძინა, „ჟაკო“ კი, ერთადერთი სიყვარულის, იმავე წელს გარდაცვლილი ჟაკ დე ბაშარის პატივსაცემად უწოდა, დღეს 10 მილიონ ევროდა შეფასებული. სხვათაშორის, ლაგერფელდის და ბაშარის რთული ურთიერთობა მარი ოტავამ აღწერა საკუთარ წიგნში „ჟაკ დე ბაშარი: დენდი ჩრდილში“.

კლასიკური ვილა უზარმაზარი მამულით ჰამბურგის რესპექტაბელურ რაიონში – ბლანკენეზეში, ცნობილმა არქიტექტორმა ვალტერ ბედერეკმა ააგო 1920 წელს გერმან ვიტეს დაკვეთით. თუმცა მფლობელმა რამდენიმე წლის შემდეგ მიჰყიდა საკუთრება ალფრედ შულერს, რომელიც ნახევარი საუკუნე ცხოვრობდა ვილაზე ოჯახთან ერთად.

მართალია, ლაგერფელდი, რომელმაც 3 მლნ. მარკად შეიძინა „ჟაკო”, ინტერიერის დიზაინზე კი, ხელოვნებათმცოდნე რენატა კანტთან ერთად იზრუნა, ნიუ-იორკის, პარიზის და მონტე-კარლოს ჩათვლით, მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში ფლობდა კერძო საკუთრებას, მაგრამ გერმანული ვილა მაინც ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები