საიუველირო ბრენდ Frederick Goldman-თან თანამშრომლობით, კარლ ლაგერფილდმა ნიშნობის ბეჭდების პირველი კოლექცია შექმნა.
სამკაული თეთრი და ყვითელი ოქროსგან, ასევე პლატინისგან არის შექმნილი და ბრილიანტის 18-კარატიანი თვლებით არის მორთული. ფასი კი 1000-დან 10 000 დოლარამდე მერყეობს.
ამ დროისთვის ბეჭდები გაყიდვაში კანადაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ირლანდიაში არის გამოსული.


