LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარლეს პუჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლები ბელგიის პოლიციას ჩაბარდნენ

68

კარლეს პუჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლები ბელგიის პოლიციას ჩაბარდნენ. ამის შესახებ ცნობებს გამოცემა  Vrt წერს.  სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ესპანეთმა პუჩდემონისა და მისი მთავრობის 4 მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი ბელგიას გუშინ გადაუგზავნა. შეგახსნებთ, რომ კატალონიის ყოფილი მეთაური რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ბელგიის დედაქალაქში. მან ესპანეთი მას შემდეგ დატოვა, რაც მადრიდმა მიიღო გადაწყვეტილება დროებით შეზღუდოს კატალონიის ავტონომია, გადააყენოს მთავრობა და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. დღესვე გავრცელდა ცნობები, რომ უახლოეს საათებში პუიჩდემონსესპანეთს მოთხოვნით, ბელგიის პროკურატურა დააკავებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g