მოდელმა, კარლი კლოსმა WSJ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა პოსტ სამშობიარო პერიოდზე და თქვა, რომ ეს ეტაპი მის ცხოვრებაში ურთულესია. 29 წლის მოდელი ცოტა ხნის წინ დედა გახდა, მას ვაჟი შეეძინა. ინტერვიუში, რომლის ვიდეოვერსია ცოტა ხნის წინ გავრცელდა, კლოსი საუბრობს მთელ რიგ გამოწვევებზე, რომელიც პოპულარული ქალების წინაშე დგას. ამბობს, რომ ამ დროს ყველა დეტალის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარე და სენსიტიური ხდება.
ამჯერად კი გამოცემა „დეილი მეილი“ ავრცელებს პირველ ფოტოებს ახალი ნომრის გარეკანიდან, სადაც კლოსი შოკისმომგვრელ ფორმაშია. ფოტოსესია 60-იანი წლების მოდური სტილით არის შთაგონებული და კარლი კლოსიც სწორედ ამ სტილის სამოსს ირგებს.