LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარზე უნდა მოგადგეთ ახლობლის სიკვდილი, უპასუხისმგებლო ადამიანებო, რომ პირბადე მაინც გაიკეთოთ და ღრეობა-ღრეობა არ იაროთ??!! – ია ჩანტლაძე

404
iachantladzenews5

მომღერალი ია ჩანტლაძე „ფეიქსბუქზე“ სტატუსს აქვეყნებს და კორონავირუსის პანდემიის დროს  მომხდარ პირად ტრაგედიაზე წერს. მუსიკოსი მოუწოდებს ადამიანებს დაიცვან რეგულაციები და  გაუფრთხილდნენ სხვა ადამიანების სიცოცხლეს.

„შარშან შვილები რომ გავაჩინე , ძეობა არ გადაგვიხდია- თავყრილობას მოვერიდეთ; ბავშვები მოვნათლე და რიტუალის მერე კულტურულად “დავიშალეთ”; მამა მომიკვდა და ქელეხს მოვერიდეთ; პირბადეს არ ვიცილებ და როგორც კი ვაქცინაციის საშუალება მოგვეცა-მთელი ოჯახი ავიცერით.. მაინცდამაინც კარზე უნდა მოგადგეთ ახლობლის სიკვდილი, უპასუხისმგებლო ადამიანებო, რომ პირბადე მაინც გაიკეთოთ და ღრეობა-ღრეობა არ იაროთ??!! აღარაფერს ვამბობ აცრაზე- უკვე ბევრი ითქვა! ყველამ რაღაც დოზით უარი უნდა თქვას ცხოვრების ძველებურ წესზე დროებით, რადგან ასეა საჭირო! ადამიანობა მაგას ჰქვია , როცა შენი ზღურბლის მიღმა სხვაც გაინტერესებს“, – წერს ია ჩანტლაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები