ია ჩანტლაძე დღეს იუბილარია. მომღერალი დაბადების დღეს ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და მადლიერებას გამოხატავს საკუთარი ცხოვრების მიმართ:
„დღეს ჩემი დაბადების დღეა.
ყოველი წელი ჩემთვის ცხოვრების კიდევ ერთი სასწაული და დიდი მადლია. მადლიერი ვარ ყოველი დღის, ყოველი გამოცდილების და ყოველი ადამიანის, ვინც ჩემს გზაზე შემხვედრია.
განსაკუთრებით მადლიერი ვარ ჩემი შვილების – მათ მასწავლეს სიყვარული ისეთი სიღრმით, როგორიც მანამდე არ ვიცოდი, და მათთან ერთად უფრო სრულყოფილ ადამიანად ვიქეცი.
მადლიერი ვარ ჩემი მეგობრების, საყვარელი ადამიანების და იმ ადამიანებისაც, რომლებმაც გამოწვევები მომიტანეს. თითოეულმა მათგანმა თავისი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში და რაღაც მნიშვნელოვანი მასწავლა.
ცხოვრების ძალიან საინტერესო ეტაპზე ვარ – შექმნის, შენების, ზრდისა და ტკბობის ეტაპზე. და მიხარია, რომ ამ გზის და იმ ლამაზი ამბების, რომლებიც წინ მელის, მოწმეები თქვენც მალე გახდებით.
მიყვარს ჩემი დაბადების დღე. მიყვარს ეს დღე, რადგან კიდევ ერთხელ მახსენებს, რამდენად ძვირფასია სიცოცხლე, ადამიანები და სიყვარული.
და დღეს მიღებული ყოველი თბილი სიტყვა გულს მიხარებს. მადლობა, რომ ხართ…“
