კასპიდან გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცი მდინარე მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც “ტვ მონიტორინგი” წერს, გამოცემას გაუჩინარებული ბიჭის გარდაცვალების ფაქტი ოჯახმა დაუდასტურა.
სოფელ გომში მცხოვრები 27 წლის ბექა რევაზიშვილი 7 აგვისტოს გაუჩინარდა. ახლობლების ცნობით, ის სახლიდან 13:00 საათზე გავიდა.