კასპში 27 წლის ახალგაზრდას ეძებენ. სოფელ გომში მცხოვრები ბექა რევაზიშვილის ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ.
“27 წლის ბექა რევაზიშვილი გუშინ დაახლოებით, 13:00 საათზე გავიდა სახლიდან, ეცვა შავი პერანგი წითელი ზოლებით, სავარაუდოდ, შარვალი და თავზე ეფარა კრემისფერი პანამა. თუ ვინმეს სადმე შეგხვდათ, ან თვალი მოჰკარით, გთხოვთ, დამიკავშირდეთ. ყველა დეტალს აქვს დიდი მნიშვნელობა”, – წერს ინტერნეტმომხმარებელი ინგა რევაზიშვილი და საკონტაქტო ნომერსაც აქვეყნებს.
568 24 58 55 – ამ ნომერზე დაუკავშირდით თუ გაუჩინარებული ბიჭის შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობთ.