LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო – ენმ-ს წევრმა შენობას სიმბოლურად ბოქლომი დაადო, დაშავდნენ ჟურნალისტები

105
კასპის საკრებულო

კასპის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს ბიუჯეტში ცვლილებები უნდა განეხილათ. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილის დიპლომთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

საკრებულოს შენობაში პოლიცია გამოიძახეს. დაპირისპირებისას მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ამჟამად საკრებულოს დარბაზში მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები და პოლიციელები დარჩნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ ნონიაშვილის განცხადებით, მან ცოტა ხნის წინ, საკრებულოს კარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები