LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპში 16 წლის გოგომ შვიდი თვის შვილი საწოლში გაგუდა

2895
კასპიიი

16 წლის გოგომ კასპის რაიონის სოფელ აღაიანში საკუთარი 7 თვის შვილი საწოლში გაგუდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა და ბავშვის დედა განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დაკავებულია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g