სამი შვილის დედა, 30 წლის მარაიამ ბარდაძე, სავარაუდოდ B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. ის კასპში, სოფელ კავთისხევში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქალს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები 7 იანვარს დაეწყო, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და უჭირდა სუნთქვა.
მარიამი კასპის საავადმყოფოდან თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
“არაფერი სჭირდა, უცბად ვირუსი შეხვდა და დაიღუპა” – ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.
დაზუსტებული ინფორმაცია, რომელი ტიპის ვირუსით გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი უცნობია.