კასპის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ მეფისქალაქში მოხდა. არსებული ცნობითვე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.