კასპი-კავთისხევის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 წლის გოგო დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა – ავტომანქანა ხეს შეეჯახა. არსებული ცნობითვე, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი დაკავებულია.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი თამო მოდრეკილაძეა.
„შეყვარებული 2 წლის წინ დაეღუპა, სულ მას მისტიროდა, მასთან მინდაო. ქვათახევის გზაზე მოხდა ავარია, 6-7 ადამიანი იჯდა მანქანაში, ეგ უკანა სავარძელზე იჯდა, გოგოებთან. ამბობენ, რომ ავტომობილი ხეს შეეჯახა. კლინიკაში რომ მივედით, უკვე გარდაცვლილი იყო. ყველა გადარჩა, მხოლოდ თამო დაიღუპა“, – ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები Ambebi.ge-სთან.
ფოტოები: Ambebi.ge
