LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კასრების კადრებიდან უჩას პორნოგრაფიებამდე მივიდნენ, ოღონდ თავისივე ხალხი დააშანტაჟონ. ვინ გავალებთ ან რას გიხდიან ამისთანას?!”- ნინო წილოსანი უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის საქმეზე

510
ნინო წილოსანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის საქმეს ეხმიანება.

შსს-ს ცნობით, უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ სხვადასხვა პირის ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს

წილოსანი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კასრების კადრებიდან უჩას პორნოგრაფიებამდე მივიდა, ოღონდ თავისივე ხალხი დააშანტაჟონ”:

„ასობით ცნობილი ადამიანის ინტიმური კადრებიო, ამბობს შსს. მოვემზადოთ მეგობრებო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საკუთარი სკივრის გახსნას აპირებს”- ნანუკა ჟორჟოლიანი

„ნაცი“ უნდა იყო ასეთი ამაზრზენობა რომ იკადრო. რამ უნდა გაიძულოს საკუთარი ცოლი პირადად გამოიყენო კომპრომატების შექმნაში და კიდე ხმას რომ იღებენ ქალების უფლებებზე ეს უგარყვნილესი ხალხი! არ გაბედოთ ქალების თემაზე მორალის წაკითხვა – უჩასმაგვარებმა და მისმა „გამპრავებლებმა”! კასრების კადრებიდან უჩას პორნოგრაფიებამდე მივიდნენ, ოღონდ თავისივე ხალხი დააშანტაჟონ. ვინ გავალებთ ან რას გიხდიან ამისთანას?! და რეაქციები? შსს დაგვემუქრა, კადრებს გამოგიქვეყნებთო – ეს მართლა ამაზრზენი ხალხი, რას კადრულობენ! „ნაცზე“ უფრო ამორალური ალბათ არავინ და არაფერი არსებობს. დამნაშავეების და უგარყვნილესი არსებების თავშესაფარია მართლა“ – წერს წილოსანი Facebook-ზე.

ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს

„ამ ადამიანზე ამბავი ატეხეს, რომ სამხედრო ექსპერტი დააკავეს. სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა ეს ადამიანი”- ირაკლი ღარიბაშვილი უჩა აბაშიძეზე

ნაცი უნდა იყო ასეთი ამაზრზენობა რომ იკადრო. რამ უნდა გაიძულოს საკუთარი ცოლი პირადად გამოიყენო კომპრომატების შექმნაში და…

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on შაბათი, 11 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g