ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც აეროპორტშია გადაღებული.
როგორც ბესო ჩუბინიძე წერს, თვითმფრინავი კატასტროფულ გრიგალში დაჯდა:
„გამარჯობა საქართველო შენი.
კატასტროფულ გრიგალში დაჯდა თვითმფრინავი, სრული პანიკა სალონში, საშინელი ტურბულენტობა, საჰაერო ხომალდში ვისხედით თუ საჰაეროში, ვერ გავიგეთ.
4-წუთიანი ვიდეო გადავიღე სალონში და მცირე მონტაჟის შემდეგ ხვალ გავავრცელებ.
ბრავო პილოტებს!!!
ეს კი, ჩემი პაპარაცის გადაღებული ვიდეოა, თითქმის ბოლომ დავტოვე ხომალდი“, – წერს ბესო ჩუბინიძე.