LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატეგორიულად მიუღებელია იმ საკითხებით მანიპულირება, რომელიც საქართველოს განვითარებას და უსაფრთხოებას ეხება – დავით ზალკალიანი

49

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჯონ ბოლტონის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მინისტრის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია იმ საკითხებით მანიპულირება, რომელიც საქართველოს განვითარებას და უსაფრთხოებას ეხება.

„დღეს გავრცელდა დეზინფორმაცია, რომელიც აიტაცეს ოპონენტებმა. სამწუხაროა, რომ მათი მხრიდან ხდება ასეთი საკითხით მანიპულირება – როდესაც საქმე ეხება საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. იქ, სადაც საქართველო არის უაღრესად თანმიმდევრული და ძალიან ძლიერი, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტისას.

ძალიან საეჭვოა ინფორმაციის გავრცელების წყარო – ვებ-საიტი და მისი სახელწოდება. საეჭვოა ასევე დეზინფორმაციის გავრცელების დრო, რაც ემთხვევა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს. არ მინდა ვიფიქრო, რომ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ხდება ასეთი სახის დეზინფორმაციის გამოყენება სხვადასხვა მიზნებისთვის. სამწუხაროა, რომ საჯაროდ ხდება სხვა სახის განცხადებების გაჟღერება, რომ ისინი ებრძვიან დეზინფორმაციას და ანტიდასავლურ კამპანიას და რეალურად, ხელს უწყობენ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩომ განცხადებაც გაავრცელა. საელჩო აღნიშნავს, რომ ჯონ ბოლტონის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს მან საქართველოში ვიზიტისას შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით, კლასიკური მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ საქართველო – ამერიკის სტარტეგიულ პარტნიორობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები