პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის ირაკლი ღარიბაშვილით ჩანაცვლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. აღნიშნული განცხადება მან უმრავლესობის წევრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, რომლიც არსებული ინფორმაციით, პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით იმართება.
კუჭავას განმარტებით, ეს იქნება ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომლიც პრემიერმა 100 დღის შემდეგ უნდა წარმოადგინოს.
„კატეგორიულად უარყოფთ. ბოლო ერთი კვირაა ცდილობთ ისაუბროთ იმ საკითხზე, რომელიც რეალურად არ დგას დღის წესრიგში. ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერმა 100 დღის შემდეგ უნდა წარმოადგინოს და პარლამენტის წევრებს, კომიტეტებს თემატურად გააცნოს, ეს არის რეალური მიზეზი ჩვენი შეხვედრის”, – აღნიშნა კახა კუჭავამ.