LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატის ზღვაში გადაგდების გამო კაცს 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

50
cat

საბერძნეთში მამაკაცს სოლიდური ჯარიმა და ციხე ემუქრება იმისთვის, რომ სანაპიროზე სადილობის დრო უსახლკარო კატა წყალში გადააგდო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Metro ავრცელებს.

ინციდენტი ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო – კადრებში ჩანს, თუ როგორ სადილობს ხალხი ქუჩაში და ერთ მომენტში მათ ორი კატა უახლოვდებათ. ცხოველების დანახვისას ერთმა კაცმა მაგიდიდან თევზი აიღო და ცხოველის წვალება დაიწყო, წყლის ნაპირთან მიიტყუა და ზღვაში გადააგდო. ამ დროს მამაკაცის თანმხლებმა ქალმა სიცილი დაიწყო, მეორე კატამ კი იქაურობა გაოგნებულმა დატოვა.

ვიდეომ საბერძნეთის მოსახლეობაში ნამდვილი აღშფოთება გამოიწვია და სამართალდამცავთა ყურადღებაც მიიპყრო.

მამაკაცი ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულეს, მას ციხეში 10 წლის გატარება მოუწევს, ამასთან ჯარიმა  – 50 ათასი ევროც დაეკისრება.

ადგილობრივებმა, რომლებიც ინციდენტის შემსწრეები გახდნენ, კატა წყლიდან ამოიყვანეს და ვეტერინართან წაიყვანეს. საბედნიეროდ, ცხოველს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები