ჯიმ ქერის ყოფილი მეგობარი გოგონას, კატრიონა უაიტის დედამ, მსახიობის წინააღმდეგ მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა: მისი თქმით, როდესაც მისი შვილი გარდაიცვალა, დაკრძალვის ცერემონიაზე მისული ქერი საზოგადოების წინაშე მსახიობობდა, თითქოს ძალიან წუხდა. გარშემომყოფების თვალწინ ის ოჯახის წევრებს დაკრძალვისა და სხვა ხარჯების გაღებას დაპირდა, თუმცა მას შემდეგ ის მათთან აღარ გამოჩენილა.
ბრიჯიტ სვიტმენი აღშფოთებულია მსახიობის საქციელით, კატრიონა მდიდარი ოჯახიდან არ იყო, ხოლო ერთადერთი ქალიშვილის დაკრძალვის შემდეგ მათ კიდევ უფრო გაუჭირდათ.
ქერის ამ ბრალდებაზე პასუხი არ გაუცია, თუმცა, კატრიონას დედას მსახიობის მაგივრად მისმა ადვოკატმა, მარტი სინგერმა უპასუხა. მარტის განცხადებით, ქერის არ მიუძღვის ბრალი გოგონას სიკვდილში, ხოლო ბრიჯიტის უკანასკნელი განცხადება მხოლოდ მცდელობაა, მსახიობს ფული გამოსძალოს.
შეგახსენებთ, რომ 55 წლის ჯიმ ქერისა და 30 წლის კატრიონა უაიტის რომანი გადასაღებ მოედანზე დაიწყო, სადაც უაიტი გრიმიორად მუშაობდა. ისინი ხშირად ჩხუბობდნენ და რიგდებოდნენ. უკანასკნელი დაშორების შემდეგ, კატრიონამ თავი მოიკლა და ამ გადაწყვეტილებაში სწორედ ქერი დაადანაშაულა.