LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიმ ქერის გარდაცვლილი შეყვარებულის დედა მსახიობს ემუქრება

248

ჯიმ ქერისა და მისი გარდაცვლილი მეგობრის, კატრიონა უაიტის გარშემო სკანდალები არ ცხრება. უაიტის დედა, ბრიჯიტ სვიტმენი ცნობილ მსახიობს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მან კატრიონას ვენერიული დაავადება გადასდო. თავის მხრივ ჯიმ ქერიმ ყოფილი მეგობარი გოგონას დედა ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბრიჯიტ სვიტმენი შვილს აშანტაჟებდა. ამჯერად კი კარტიონა უატის დედამ ადვოკატს ის საბუთები გადასცა, სადაც  დასტურდება, რომ ჯიმ ქერი მეგობარ ქალს ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციას უმალავდა. ბრიჯიტ სვიტმენი იმუქრება, რომ ჯიმ ქერის შვილის გარდაცვალების გამო პასუხს აგებინებს.

ცნობილია ისიც, რომ კატრიონა უაიტის დედასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ეს კარგად ჩანს გარდაცვლილი გოგონას ბოლო წერილიდან, სადაც ის ჯიმ ქერის ერთადერთ ნათესავად მოიხსენიებს.

შეგახსენებთ, რომ კატრიონა უაიტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები