კინოთეატრი „კავეა აიმაქსი” სავაჭრო ქალაქში „ისთ პოინთი“ მაყურებელს საახალწლო საჩუქარს სთავაზობს. 17 დეკემბრიდან „კავეა აიმაქსში“ კინომოყვარულებს შესაძებლობა ექნებათ ფილმები უპრეცედენტო ფასად – 3-5 ლარად ნახონ.
ამასთან ერთად, დღეიდან “ისთ ფოინთში“ მდებარე კინოთეატრში, კინომოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, მეშვიდე დარბაზში, ნახონ ფილმები, რომელთა ნახვა თბილისის კინოთეატრებში, პრემიერიდან 2 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხეს.
საქართველოში პირველი 10-დარბაზიანი კინოთეატრი,სადაც კინოჩვენებები 12 წუთის შუალედით იმართება და ყველაზე მდიდარი რეპერტუარით გამოირჩევა IMAX სისტემითაა აღჭურვილი.