LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კავკასიის” და “ტვ პირველის” დირექტორები ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ

222
pjimage

ტელეკომპანიების „კავკასიის“ და „ტვ პირველის“ დირექტორები  ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს შეხვდნენ. ნინო ჯანგირაშვილმა და ინგა გრიგოლიამ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დადებული ინკასოს თემა მინისტრთან განიხილეს. შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში გაიმართა.

„კავკასიის“ გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„როდესაც ივანიშვილის კუთვნილ ტელევიზიებს 55 მილიონს არ სთხოვენ და ნინო ჯანგირაშვილის საცოდავ ტელევიზიას 24 ათას ლარზე ინკასოს ადებენ, სასწრაფოდ გადაიხადეო, რას უნდა უკავშირდებოდეს თქვენი აზრით? უკავშირდება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სიმპატია-ანტიპატიებს“, – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ინგა გრიგოლიამ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. “ტვ პირველის” გენერალური დირექტორის განცხადებით, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა გაუგებრად წარიმართა. გრიგოლიამ თქმით, ივანე მაჭავარიანს შემთხვევით წამოსცდა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. 

“კაცს საერთოდ არ აინტერესებდა რაზე ვიყავით მისულები. ჩვენს საკითხზე კი არ გველაპარაკებოდა, გვესაუბრებოდა წლების განმავლობაში რატომ დაედო რ2-სა და იმედს ამდენი მილიონის დავალიანება. საუბარში წამოსცდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოო… არ მისმენდა, თავის თემაში იყო და ვუთხარი, აზრს ვერ ვხედავ. იმიტომ, რომ მედიამ გააშუქოს მინისტრის მედიამენეჯერებთან შეხვედრა, ამაში მონაწილეობა არ მინდოდა. მას წამოსცდა, პირდაპირ თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ისიც თქვა, ვისიც გინდათ იმის პასუხიმგებლობა დააყენეთო. ანუ მოქმედმა მინისტრამ ხელები შეაწმინდა მის წინამორბედ გუნდს, ალბათ იქამდეც მივა საქმე, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა დადგება ”, – განაცხადა ინგა გირგოლიამ.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ 25 დეკემბერს სამ ტელეარხის „რუსთავი 2-ის“, „ტვ პირველისა“ და „კავკასიის“ საბანკო ანგარიშებს ინსკასო დაადო.

“რატომ არ ადევს ინკასო იმედის და მაესტროს ანგარიშებს, რომელთა დავალიანება 27 მილიონი ლარია”

 

magti 5g