LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”კავკასიის ფრანგული სკოლა” 10 წლისაა

1113

”კავკასიის ფრანგული სკოლა” 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონია პარასკევს, 13 მაისს, 18.00 სთ-ზე გაიმართება. როგორც ”ფორტუნას” სკოლიდან აცნობეს, საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს პატრონაჟით მოწყობილ ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, დეპუტატი მარიანი, სენატორი ფრასა, საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ბარდონი. ღონისძიებას ასევე დაესწრება საზღვარგარეთ ფრანგული სწავლების სააგენტოს ევროპის სექტორის დირექტორი ვიდალი.

”კავკასიის ფრანგული სკოლა” დაარსდა 2006 წელს. 4 წლის განმავლობაში სკოლა ფუნქციონირებდა ფრანგული კულტურის ცენტრის შენობაში, ხოლო 2010 სასწავლო  წლიდან  გადავიდა  ახალ შენობაში, ვაკის პარკის განაპირას და ასწავლის 3-დან 18-წლამდე ასაკის ბავშვებს.

2015-2016 სასწავლო წელს სკოლაში დარეგისტრირებულია 294 ბავშვი (40% საქართველოს მოქალაქეა, 24% – საფრანგეთის მოქალაქე, 36% – 30 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე).  მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში განაგრძონ უმაღლესი განათლების მიღება.

2013 წლის პირველი სექტემბრიდან სკოლა საზღვარგარეთ ფრანგულის სწავლების სააგენტოს წევრია, რომელიც უდიდესი საერთაშორისო საგანმანათლებლო  ქსელია. ქსელის 500 ფრანგული სკოლა 180 ქვეყანაშია განთავსებული და 330 000 მოსწავლეს აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g