LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თბილისში გაუჩინარებული ინდოელი სტუდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს – „გთხოვთ, თქვენ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ სამართალდამცავ ორგანოებს“

189
ინდოელი სტუდენტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თბილისში გაუჩინარებულ ინდოელ სტუდენტზე განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, დვანიტ რაჯდიპი ბოლოს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 მაისს ნახეს.

„2026 წლის 15 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შემოვიდა შეტყობინება CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის, დვანიტ რაჯდიპის (Dhvanit Rajdeep, ინდოეთი) გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით.

ინფორმაციის მიღებისთანავე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ დაუკავშირდა სერვისს 112 და განაცხადა სტუდენტის გაუჩინარების შესახებ.

სამართალდამცავი ორგანოების განმარტებით, იმავე დღეს აღიძრა საქმე და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

უნივერსიტეტი პირველივე დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობს გამოძიებათან, აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას, ამასთანავე, მუდმივი კომუნიკაცია აქვს დაკარგული სტუდენტის ოჯახსა და საქართველოში ინდოეთის საელჩოსთან.

უკანასკნელი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14 მაისს, 15:30 საათზე, დვანიტ რაჯდიპი ნახეს კავკასიის მედიცინის ცენტრის (თბილისი, საბურთალო) მიმდებარე ტერიტორიაზე.

გთხოვთ, თქვენ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ სამართალდამცავ ორგანოებს (112) ან დარეკოთ უნივერსიტეტში, შემდეგ ნომრებზე:

+995 591 114 577

+995 551 546 642“, – აღნიშნულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინდური მედიის ინფორმაციით, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე დვანიტ რაჯდიპს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნი­დან გად­მო­ვი­და, ბი­ნის გამ­ქი­რა­ვე­ბელ­თან მძაფ­რი კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და. დვანიტ რაჯდიპის ოჯა­ხმა დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის ინ­დო­ე­თის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მი­მარ­თა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g