LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი ღია კარის დღეს აცხადებს

195

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი  ღია კარის დღეს აცხადებს. როგორც „ფორტუნას“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, შეხვედრაზე, დაინტერესებული პირები გაეცნობიან აღნიშნული ფაკულტეტის შექმნის ისტორიას, თავისებურებებს, აქტივობებსა და იმ სიახლეებს, რომლებიც ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ მაგისტრანტებს ელით.

მათივე ცნობით, სტუმრებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია დარგის სპეციალისტებისგან მიიღონ. გარდა ამისა, შეხვედრაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  მულტიმედია ცენტრის მიერ გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის – მარანი „კოლხი“-ს  ჩვენება შედგება.

ღია კარის დღე 2 მარტს, 13:00 საათზე და ასევე,  4 მარტს, 17:00 საათზე ჩატარდება.

დასწრება თავისუფალია (ოთახი №305). მისამართი: ჩარგლის ქუჩა N 73

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები