LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კედელზე მიკრული ბანანი 6,2 მილიონ დოლარად გაიყიდა. ახალი მფლობელი ბანანის შეჭმას აპირებს

118
Capture

Sotheby’s აუქციონზე არტისტ მაურუციო კატელანის ქმნილება „კომედიანტი“ 6,2 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს ინსტალაცია კედელზე წებოვანი ლენტით მიკრულ ბანანს წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ ამ ინფორმაციას ლოტის ახალი მფლობელი ჯასტინ სანი თავად ადასტურებს.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მე ვიყიდე ბანანი. ეს არ არის მხოლოდ ხელოვნების ნიმუში. ეს არის კულტურული ფენომენი, რომელიც ხელოვნების სამყაროს, მემებისა და კრიპტოვალუტის საზოგადოებას აერთიანებს. დიდი პატივია ვიყო ამ ბანანის მფლობელი და უახლოეს დღეებში მე მის შეჭმას ვაპირებ.“



შეგახსენებთ, რომ მაურიციო კატელანმა სახელი სწორედ „კედელზე მიკრული ბანანით“ გაითქვა და რამდენიმე ასეთი ინსტალაცია საკმაოდ სარფიანად გაყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები