მსახიობი კეიტ ბლანშეტი მიჩვეული არ არის, დრო უსაფუძვლო საქმიანობებში კარგოს. სწორედ ასეთად თვლის ის სოციალურ ქსელებს. ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში ვარსკვლავმა გააკრიტიკა ვირტუალური ცხოვრება და სელფი. მისი თქმით, სოციალურ ქსელებს მხოლოდ ნეგატივი მოაქვს ადამიანების ცხოვრებაში.
46 წლის მსახიობის განცხადებით, ის არასოდეს ყოფილა „ინსტაგრამის“ მომხმარებელი. „ბოლო დროს ხალხს ნაკლებად ადარდებს, რას იტყვის მასზე საზოგადოება. განსაკუთრებით სასაცილოა, როდესაც დიდი ადამიანები ბავშვებივით იქცევიან. ჩემთვის, გარშემომყოფების აზრი ძალიან ბევრს ნიშნავს, თუმცა, არ დგას პირველ ადგილზე“, – განაცხადა ოსკაროსანმა მსახიობმა.