გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ სტივენ სოდერბერგი ახალ ფილმზე, სახელწოდებით „შავი ჩანთა“ მუშაობს. და აი, ჯაშუშური ფილმის პრემიერა უკვე შედგა.
ეს გახლავთ კინოსურათი, რომელშიც მთავარ როლს კეიტ ბლანშეტი ასრულებს, მას კი პარტნიორობას მაიკლ ფასბენდერი უწევს.
ფილმის სცენარის ავტორი დევიდ კეპაა და მასში აგრეთვე პირს ბროსნანი, რენე-ჟან პეიჯი, მარისა აბელა და ნაომი ჰარტისი მონაწილეობენ.
წითელ ხალიჩაზე უამრავი ვარსკვლავი გამოჩნდა, მათ შორის ჯეისონ მომოა თავის ახალ შეყვარებულთან, ადრია არხონთან ერთად.
რაც შეეხება მთავარ პერსონაჟებს, 55 წლის ბლანშეტს საოცრად ავანგარდული კაბა ეცვა, რომელიც წითელ და ნაცრისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი. 47 წლის ფასბენდერს კი შავი კოსტიუმი ამშვენებდა.
ცნობისთვის, კეიტი და მაიკლი ჯაში ცოლ-ქმრის როლს ასრულებენ. საბოლოოდ ფასფენდერის გმირმა არჩევანი მეუღლის უსაფრთხოებასა და სამშობლოს სიყვარულს შორის უნდა გააკეთოს.
ფილმის მსოფლიო პრემიერა 14 მარტს შედგება.
საოცარი ტანდემი – მაიკლ ფასბენდერი და კეიტ ბლანშეტი სტივენ სოდერბერგის ახალ ფილმში ითამაშებენ












