LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალისია ვიკანდერი „ლუი ვიტონის“ საორსულო კაბაში, რომელზეც 400 საათი და 50 მეტრი ნაჭერი დაიხარჯა

265
ალისია-ვიკანდერი

გუშინ, ლოს-ანჯელესის აკადემიის მუზეუმში გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები ესწრებოდნენ. მათ შორის სენსაცია იყო ალისია ვიკანდერის გამოჩენა, რომელმაც სწორედ წითელი ხალიჩის მეშვეობით გვამცნო, რომ ის მეორე შვილს ელოდება.

ალისია ვიკანდერი ბრწყინავდა „ლუი ვიტონის“ შავი ფერის გამჭვირვალე კაბაში, სადაც კარგად ჩანდა მისი მომრგვალებული მუცელი.

„ლუი ვიტონის“ ატელიეში განაცხადეს, რომ კაბის შექმნას 400 საათი დასჭირდა და მასზე 50 მეტრის ნაჭერი დაიხარჯა.

საინტერესოა, რომ ალისია და მაიკლ ფასბენდერისთვის ეს მეორე შვილია.

ფოტო: საოცრად ბედნიერი ალისია ვიკანდერი და მაიკლ ფასბენდერი იბიცაზე ისვენებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები