22 ნოემბერს, კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონი ბუნებისმეტყველების მუზეუმს სტუმრობდა. პრინც უილიამის მეუღლემ საღამოს გახსნა, ამ სფეროთი დაინტერესებულ მოსწავლეებს შეხვდა და მათთან ერთად დინოზავრების თემაზე სუვენირების შექმნასა და ხატვაში მონაწილეობა მიიღო.
მალევე, სამეფო ოჯახის წარმომადგენელს მუზეუმის დირექტორი, მაიკლ დიქსონიც შეუერთდა – მათ ერთობლივად, ბავშვებთან ერთად გაჭრეს სადღესასწაულო ტორტი და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
კეიტს ბრენდ LK Bennett-ის შავი კაბა ეცვა, რომლის ღირებულებაც 465 დოლარს შეადგენდა და რომელშიც ის, როგორც ყოველთვის, ელეგანტურად გამოიყურებოდა.
ამავე დღის მეორე ნახევარი მიდლტონმა ლონდონში მდებარე დაწესებულება Place2Be-ში გაატარა – აღნიშნული ორგანიზაცია ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს იმ ახალგაზრდებს, რომლების ძალადობის მსხვერპლი არიან ან საზოგადოებასთან ურთიერთობაში მუდმივ სირთულეებს აწყდებიან.
საღამოზე კეიტს კოქტეილის შავი კაბა, ფეხზე კი „პრადას“ ფეხსაცმელი ეცვა. ის სცენაზეც გამოვიდა და ცერემონიის მთავარი სპიკერის ფუნქცია შეითავსა.