LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიტ მიდლტონი საზოგადოებრივ საქმიანობას უბრუნდება

42

როგორც ჩანს, მრავალრიცხოვანმა ჭორებმა კეიტ მიდლტონი აიძულა საზოგადოებაში გამოჩნდეს. კემბრიჯის ჰერცოგინიამ შეწყვიტა დეკრეტული შვებულება და უახლოეს მომავალში ის საზოგადოებრივ საქმიანობას დაუბრუნდება.

პრესაში გაჩნდა ინფორმაცია მისი მესამე ორსულობის შესახებაც, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მიდლტონი თავისუფალ დროს უბრალოდ 4 თვის ქალიშვილთან და 2 წლის ვაჟიშვილთან ერთად ატარებს.

ჰერცოგინიას პირველი ოფიციალური გამოსვლა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე მომდევნო კვირას მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები