ჟურნალ Vogue-ის ივნისის ნომრის გარეკანზე კეიტ მიდლტონი გამოჩნდება. ამ დრომდე, კემბრიჯის ჰერცოგინია გამოცემებისთვის არასდროს გადაუღიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს Vogue 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
მიდლტონის წარმომადგენელის თქმით, კეიტი ძალიან მოხარული იყო ამ ფოტოსესიით, რადგან მსგავს ღონისძიებებში მას მონაწილეობა არასოდეს მიუღია. სამეფო კარის წარმომადგენელი ჯოშ ოლინსის ობიექტივში მოხვდა.

