ქსელში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალი ოფიციალური ფოტო გამოქვეყნდა, რომელზეც პრინცი უილიამი, დედოფალი ელიზაბეტ მეორე, კეიტ მიდლტონი, პრინცი ფილიპი, კამილა პარკერი და პრინცი ჩარლზი არიან გამოსახულები.
ფოტოზე განსაკუთრებულ ყურადღებას მიდლტონი იპყრობს, რომელსაც წითელი კაბა აცვია, ხოლო თავზე ლეგენდარული დიადემა უკეთია, რომელიც პრინცესა დიანას ელიზაბეტ მეორემ ქორწილის დღეს, 1981 წელს აჩუქა.
შეგახსენებთ, რომ კეიტს მსგავსი პატივი უკვე მოერედ ხვდა. პირველად მდიდრული დიადემა მან ზუსტად ერთი წლის წინ – 2015 წლის 9 დეკემბერს, ბუკინგემის სასახლეში დიპლომატიურ შეხვედრაზე მოირგო.




