LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიტლინ ჯენერი გაცნობის საიტზე დარეგისტრირდა

160

რეალითი-შოუს ვარსკვლავი, კეიტლინ ჯენერი ერთ-ერთ ინტერვიუში ადასტურებს, რომ ის ნაცნობობის საიტზე Tinder დარეგისტრირდა. ამის შესახებ რეალითი-შოუს I Am Cait-ის მეორე სეზონის თიზერიდან გახდა ცნობილი, სადაც უახლოესი მეგობრები არწმუნებენ ჯენერს, მეგობარი მამაკაცი საიტზე იპოვოს.

როგორც ჩანს, 66 წლის ტრანსგენდერი მართლაც დაიღალა მარტოობით. ახალი სეზონის ეთერში გასვლამდე ფოტოგრაფებმა კეიტლინი მალიბუში გადაიღეს, როცა ის ოჯახური სადილიდან სახლში ბრუნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კეიტლინ ჯენერი ფანტასტიურად გამოიყურებოდა მაღალყელიან ჩექმებსა და თეთრ სვიტერში, ის საკმაოდ მოწყენილი გახლდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები