LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიტლინ ჯენერი კანის სიმსივნეს ებრძვის (ფოტო)

332

როგორც ჩანს, კეიტლინ ჯენერის ცხოვრებაში რთული პერიოდი დაუდგა. ჯერ მედიაში გამოჩნდა ფოტოები, სადაც რეალითი-ვარსკვლავი აშკარად შეცოტავებული თმით გამოჩნდა, ცოტა ხნის წინ კი, თავად ჯენერმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც მისი სისხლიანი ცხვირი ჩანს.

„არასოდეს დაივიწყოთ, მზისგან დამცავი მალამოს წასმა!“ – დააწერა მან ფოტოს.

როგორც გამოცემა Radar Online წერს, 68 წლის ჯენერი შიშობს, რომ მალე ცხვირის გარეშე დარჩება და ის დანარჩენ სხეულზეც გავრცელდება. 2013 წელს, რეალითი-ვარსკვლავმა მსგავსი ოპერაცია უკვე გადაიტანა და ის შიშობს, რომ დაავადება მას თავს კიდევ შეახსენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები