მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი – კეიტლინ ჯენერი აქტიურად არის დაკავებული საჭირო დოკუმენტების მოგროვებით, რათა შვილი აიყვანოს. ცნობილია, რომ ჯენერს ქალიშვილი სურს, რომელიც მას იმ სიცარიელეს შეუვსებს, რომელიც ცნობილმა ქალიშვილებმა მას შემდეგ დაუტოვეს, რაც ზურგი აქციეს.
ინსაიდერის თქმით, კეიტლინი უკვე დიდი ხანია შეეგუა იმ აზრს, რომ მისი შვილები აღარასოდეს იქნებიან მასთან ძველებურად, ამიტომ ახალი ქალიშვილი არის ერთადერთი რამ, რაც მას სჭირდება.
სხვა წყაროს ცნობით კი, ბავშვი მისთვის ზედმეტი ტვირთი იქნება, რადგან გადატვირთული გრაფიკის გამო კეიტლინს თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს.
თავად ჯენერი ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.