კეიტლინ ჯენერი, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო მეტად ბაძავს სინდი კროუფორდს, მორიგი სიახლით გვაოცებს. რეალითი-შოუს ვარსკვლავმა თმა ქერად შეიღება და ახალი იმიჯით გამოჩნდა მალიბუში. პაპარაცებმა კეიტლინი მაშინ გადაიღეს, როცა ის ქუჩაში ყავის შესაძენად გავიდა. ცნობილი ტრანსგენდერი ჯინსის შარვალსა და შავ ზედაში იყო გამოწყობილი. უხდება თუ არა მას ახალი ვარცხნილობა, ეს თავად შეაფასეთ.
ერთი დღით ადრე კეიტლინმა უდიდესი მწუხარება გამოთქვა ფლორიდის გეი-კლუბში მომხდარი ტრაგედიის გამო.