LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კელი დეგნანი საქართველოს ძალიან არასწორად უყურებს” – სოზარ სუბარი

137
BeFunky-collage - 2023-07-28T221921.270

ქალბატონი კელი დეგნანი საქართველოს მოსახლეობასა და მთლიანად ქვეყანას, სამწუხაროდ, ძალიან არასწორად უყურებს, – აღნიშნულის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სრულიად მიუღებელია იმ განცხადების ტონი, რომელიც აშშ-ის საელჩომ საქართველოში „ფარას“ კანონის მეშვეობით გასაჯაროებული კონტრაქტის საპასუხოდ გამოაქვეყნა.

„ქალბატონი კელი დეგნანი საქართველოს მოსახლეობასა და მთლიანად ქვეყანას, სამწუხაროდ, ძალიან არასწორად უყურებს. ეს ადამიანი გვარწმუნებს, რომ, ერთი მხრივ, მან თითქოს წაიკითხა და დეტალურად შეისწავლა ცენტრი „ემპათიას“ 1 000-გვერდიანი დასკვნა, როგორ „სჭირს“ სააკაშვილს დემენცია, როგორ კვდება, როგორ წამლავენ რუსული წამლებით, როგორ უყრიან საჭმელში დარიშხანს, პოლონიუმს, ასხივებენ მანქანებით და ა.შ. მეორე მხრივ, თურმე წაკითხული არ აქვს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებული მასალა, რომელშიც მისი საელჩოს ოფიცრის მონაწილეობაზეა ლაპარაკი.

რა თქმა უნდა, ეს არის დაუჯერებელი და მით უმეტეს, სრულიად მიუღებელია იმ განცხადების ტონი, რომელიც აშშ-ის საელჩომ საქართველოში ამ ყველაფრის საპასუხოდ გამოაქვეყნა. ეს განცხადება არის მკაცრი, ვითომ პრინციპული, თუმცა, ბუნდოვანი და გაურკვეველი. საერთოდ არ აქვთ პასუხი გაცემული იმ კითხვებზე, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში გაჩნდა”, – აცხადებს სოზარ სუბარი.

აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ: „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თბილისსა და ვაშინგტონში შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.

როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g