LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი: ყირიმის ხიდთან დაკავშირებით „ბევრი სპეკულაციაა“

49
Capture

ყირიმის ხიდთან დაკავშირებით „ბევრი სპეკულაციაა“. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის განმარტებით, აშშ საქართველოს საბაჟოსთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან და სანაპირო დაცვასთან ათწლეულებია მუშაობს, რათა დაიცვან საკუთარი საზღვრები და შეაჩერონ აგრესია.

“ამ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გარეშეც ბევრი სპეკულაციაა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არავის აქვს. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან და სანაპირო დაცვასთან უკვე ათწლეულებია და უზრუნველვყოფთ მათ ყველანაირი შესაძლებლობით, აღჭურვილობით, სწავლებებით და ტრენინგით, რომ დაიცვან საკუთარი საზღვრები, შეაჩერონ აგრესია და ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ”, – აღნიშნა დეგნანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g