მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა დიჯეიმ, კელვინ ჰარისმა ალბომების გამოშვების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. მუსიკოსის თქმით, ამის ნაცვლად ის სინგლებზე იქნება ორიენტირებული.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის დიჯეი მისი და რიანას დუეტის – „This Is What You Came For“ წარმატებას იმკის, რომელიც სერვის Spotify-ზე მეორე ადგილზე იმყოფება.
16 სექტემბერს ჰარისის ახალი სიმღერის – „My Way“ პრეზენტაცია იგეგმება.