კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა, ამან ტულეევმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. როგორც ოლქის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე წერია, ტულეევმა რუსეთის პრეზიდენტს გადადგომაზე განცხადებით თავად მიმართა.
“ასეთი მძიმე ტვირთით მუშაობა გუბერნატორის პოსტზე მორალურად მიუღებელია”, – განაცხადა ტულეევმა ვიდეო მიმართვაში.
73 წლის ამან ტულეევი გუბერნატორის პოსტს 1997 წლიდან იკავებდა.
კემეროვოში სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 64 ადამიანი შეეწირა. ტრაგედიის გამო მომიტინგეებთან ყოფილი გუბერნატორი არ გავიდა და ამის ნაცვლად პატიება ვლადიმერ პუტინს სთხოვა.