LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კენდალ ჯენერი სპინერის თაყვანისმცემელია

172

სპინერი – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ნივთია და მიუხედავად იმისა, რომ მისი შექმნის თარიღად 1993 წელი სახელდება, პოპულარობა მან მხოლოდ 2017 წელს მოიპოვა. სპინერის მილიონობით თაყვანისმცემელს შორის, ბუნებრივია, ბევრი ცნობილი სახეც არის, ერთ-ერთი მათგანია მოდელი კენდალ ჯენერი.

ლამაზმანი ნიუ-იორკში პაპარაცებმა დააფიქსირეს. კენდალი ქუჩაში „ლუი ვიტონის“ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი გადაიღეს, მას სათვალე ეკეთა და ნელი ნაბიჯით მიემართებოდა, ხოლო პარალელურად სპინერით ერთობოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კენდალ ჯენერი ბრენდ „ადიდასის“ სახე გახდა. შესაბამისი ვიდეო მან „ინსტაგრამზე“ გააზიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g