LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კენდალ ჯენერმა მერილინ მონროს სტილში იპოზიორა (ფოტოები)

55

ბრიტანულმა Love Magazine-მა აპრილის ნომრის პირველი კადრები გამოაქვეყნა, რომლის მთავარი გმირიც კენდალ ჯენერია. 21 წლის მოდელმა მერილინ მონროს იმიჯი მოირგო.

ბოლო დროს, კენდალის კარიერა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ცოტა ხნის წინ კარლ ლაგერფილდის საყვარელმა მოდელმა ბრენდ La Perla-ს სარეკლამო კამპანიში მიიღო მონაწილეობა, მანამდე კი მან საათების ბრენდ Daniel Wellington-ის ახალი კოლექცია წარმოადგინა და მისი სახეც გახდა.

რაც შეეხება ახალ ფოტოსესიას, მათზე კენდალი თეთრეულსა და რეტრო სტილის საცურაო კოსტიუმში პოზირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები