LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კენდრიკ ლამარისა და ბიონსეს ტრიუმფი და ტეილორ სვიფტის ფიასკო ,,გრემიზე”

251
page

გამანადგურებელი ხანძრების შემდეგ, ლოს-ანჯელესმა მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლესი პრემიის –
,,გრემის” 67-ე დაჯილდოებას უმასპინძლა. დაჯილდოება ზედიზედ მეხუთედ, ტრევორ ნოამ წაიყვანა. სანახაობა Crypto.com Arena-ზე გაიმართა. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ცერემონია ხანძრების დასაძლევად და უპრეცედენტო კატასტროფის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად დამატებითი თანხების შეგროვებას მიეძღვნა.

შოუ უდავოდ შთამბეჭდავი გამოვიდა. 2024 წლის შემაჯამებელ მთავარ მუსიკალურ მოვლენას პოპ კულტურის ყველა მნიშვნელოვანი სახე დაესწრო.

დაჯილდოების ნომინაციების ლიდერი, ბიონსე იყო. ის 11 ნომინაციაში იყო წარდგენილი. მან სამ, მათ შორის ,,დიდი ოთხეულის” ერთ-ერთ მთავარ, ,,წლის ალბომის” ნომინაციაში მოიგო. მერვე სტუდიური ალბომისთვის – Cowboy Carter ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ მას ეს პრემია, პირველად მიანიჭა. ამასთან, ამავე დისკით ბიონსემ ,,საუკეთესო ქანთრი ალბომის” ნომინაციაშიც მოიგო, რითაც პირველი შავკანიანი ქალი არტისტი გახდა, ვინც ამ ნომინაციაში გაიმარჯვა.

ტეილორ სვიფტი, რომელსაც ექვსი ნომინაცია ჰქონდა, ჯილდოს გარეშე დარჩა. სწორედ სვიფტმა გადასცა ბიონსეს ისტორიული ,,გრემი”.

საღამოს ტრიუმფატორი კენდრიკ ლამარი გახდა. რეპერმა დის ტრეკით – Not Like Us ხუთივე წარდგენილ, მათ შორის ,,წლის ჩანაწერისა” და ,,წლის სიმღერის” ნომინაციებში მოიგო. საერთო ჯამში ჰიპ ჰოპ არტისტი დაჯილდოებაზე, შვიდ ნომინაციას ფლობდა.

ნომინაციაში ,,საუკეთესო ახალი არტისტი”, რომელშიც ერთმანეთის კონკურენტები: ბენსონ ბუნი, საბრინა კარპენტერი, დოჩი, რეი, ტედი სუიმსი, Khruangbin, Shaboozey და ჩაპელ როუნი იყვნენ, ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა.

,,გრემის” 67-ე დაჯილდოების გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები