ამერიკელმა რეპერმა კენდრიკ ლამარმა ახალი კლიპი წარმოადგინა სიმღერაზე „These Walls“. ვიდეოს ოფიციალური პრეზენტაცია YouTube-ზე შედგა. სინგლი რიგით მესამეა რეპერის ალბომისთვის „To Pimp a Butterfly“.
დისკი გაყიდვაში 15 მარტს გამოვიდა და Billboard 200-ის სათავეც დაიპყრო. მარტო ამერიკის ტერიტორიაზე ალბომის 700 ათასი ასლი გაიყიდა. ალბომმა კრიტიკოსთან მაღალი შეფასება დაიმსახურა და წლის საუკეთესო რეპ-რელიზიც გახდა.