LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავური ბრწყინვალება და ფერთა საოცარი გამა – ბიონსემ ახალი ფოტოსესია ალბომისთვის

77
page

31 ივლისს, Disney+-ზე ბიონსეს ახალი ვიზუალური ალბომის, Black is King  პრემიერა შედგა. არტისტი  პროექტზე 1 წლის განმავლობაში მუშაობდა და სცენარის ავტორისა და პროდიუსერის როლებიც თავად მოირგო. ალბომში ჯეი ზი,  ფარელ უილიამსი, კენდრიკ ლამარი და სხვა ვარსკვლავებიც მონაწილოებენ. ვიზუალურ ალბომში შავკანიანთა ისტორიისა და აფრიკული ტრადიციების შესახებაა მოთხრობილი.

ბრწყინვალება, დახვეწილი მოძრაობები და თვალწარმტაცი ეფექტები – ვიზულაურ ალბომში ფერთა საოცარი გამა ჭარბობს. 38 წლის ბიონსემ სულ ცოტა ხნის წინ ალბომიდან სამი „ლუქი“ წარადგინა.  ერთ-ერთ ფოტოში არტისტი მელნისფერ, შლეიფიან კაბაში პოზირებს, სახე კი დიდი ქუდით აქვს დაფარული. ფოტოები საკმაოდ შთამბეჭდავია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები