კენდრიკ ლამარი თავისი ახალი ალბომის DAMN ვიზუალიზაციას განაგრძობს.
კლიპების „Humble“ და „DNA“ შემდეგ, სიმღერაზე „Element“ მან მორიგი ვიდეო გამოუშვა. რეფერენსებად მუსიკოსმა აფროამერიკელი ფოტოგრაფის, გორდონ პარკისა და ჟურნალ LIFE-ის ფოტოკორესპონდენტის ნამუშევრები გამოიყენა, რომლებიც რასობრივ თემატიკას შეეხება.